მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთის გუბერნატორს პირველი მოადგილე ვერ შეურჩიეს

იმერეთის გუბერნატორს პირველი მოადგილე ვერ შეურჩიეს

იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია.

ლევან ზალკალიანის ორ მოადგილეს თანამდებობა 6 მაისს დაატოვებინეს. 

ლევან კიკნაველიძემ და ლევან სანიკიძემ თანამდებობები ისე დატოვეს მედიასთან განცხადებები არ გაუკეთებიათ.

ლევან კიკნაველიძის ადგილმონაცვლე გუნდში მალევე იპოვეს და აღნიშნული თანამდებობა იმერეთის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელს გრიგოლ დალაქიშვილს ჩააბარეს, რომელიც ამ პოზიციაზე  წარსულში ერთხელ უკვე მუშაობდა.

პირველი მოადგილის პოზიციაზე კი აზრთასხვადასხვაობაა, ჯერჯერობით უცნობია ვის დაუნიშნავენ ლევან ზალკალიანს პირველ მოადგილედ.

კომენტარები