საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ იმერეთის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოებისთვის 12 მილიონამდე ლარის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის ფარგლებში ხარაგაულისა და ჭიათურას მუნიციპალიტეტების სოფლების გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვა უნდა მოხდეს.
კომპანიებს წინადადებების წარდგენა 6-10 ივნისის პერიოდში ექნებათ. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოთხოვნების თანახმად, თითოეულ ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური ღირებულებისა და სირთულის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუდუმექედის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მუხლის და ბუგეულის გაზიფიცირების სამუშაოებისთვის ტენდერის ღირებულებაა – 1,800,157 ლარი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის გაზიფიცირების სამუშაოები – 3,472,221 ლარი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: წირქვალის და ქვედა ჭალოვანის გაზიფიცირების სამუშაოები – 3,222,394 ლარი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: წყალშავის და ზედა და ქვედა ბერეთისას გაზიფიცირების სამუშაოები –
3,374,402 ლარი.
კომენტარები