იმერეთში თოვლის საფარის დაწევის შემდეგ სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა ტიპის პრობლემები დაფიქსირდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში “მირიანის მარანი” ფოტოებს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ვაზის დიდი ნაწილი განადგურებულია.
“თოვლის საფარმა რომ დაიწია, მაინტერესებდა თუ რა ზიანი ჰქონდა მიყენებული ვენახისთვის და გულის შეტევას ძლივს გადავურჩი ეს სურათი რომ ვნახე. 50% ვაზის ამ მდგომარეობაშია. ახალშენი და ნამყენი ვენახი ჯერ არ ჩანს თოვლის ქვეშ არის კიდევ, რაც დავინახე არც იქ არის კარგი მდგომარეობა”, – წერს “მირიანის მარანი” სოციალურ ქსელში.
კომენტარები