მთავარიახალი ამბებისლაიდი

იმერეთში კოვიდინფიცირებული 510 მძიმე პაციენტიდან 38 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

იმერეთში კოვიდინფიცირებული 510 მძიმე პაციენტიდან 38 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან 350 იმერეთში გამოვლინდა.

ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 415 ადამიანი მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 510, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 38 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 012 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, გარდაიცვალა – 55. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.41%

კომენტარები