მთავარიახალი ამბებისლაიდი

იმერეთში კორონავირუსი 1 060 ადამიანს დაუდასტურდა

იმერეთში კორონავირუსი 1 060 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან 1 060 იმერეთში გამოვლინდა.

ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 119 კოვიდინფიცირებული იმყოფება.

მძიმე პაციენტია 362, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 30 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში გამოვლინდა ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 623 პირი, გარდაიცვალა – 37. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.01%

კომენტარები