მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“იმერეთში მოსახლეობის 41,2% სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და სოციალურ დახმარებას ითხოვს”

“იმერეთში მოსახლეობის 41,2% სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და სოციალურ დახმარებას ითხოვს”

იმერეთში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული.

რეგიონში  მოსახლეობის 41,2% სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას ითხოვს.

იმერეთის მოსახლეობის 19% საარსებო შემწეობის მიმღებია.

რეგიონში  უმუშევრობის დონე მაღალია, ხოლო საშუალო ხელფასი – დაბალი.

მხოლოდ 2020-2024 წლებში იმერეთის მოსახლეობა 9.2%-ით შემცირდა.

იმერეთში უმუშევრობის დონე 20%-ია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;

მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია:

ხარაგაულში – 70.4%

ხონში – 61,9%

ვანში – 61,3%

ჭიათურაში – 60,6%

საარსებო შემწეობის მიმღებთა განსაკუთრებით დიდი წილი შემდეგ მუნიციპალიტეტებშია:

ხარაგაული  – 40,8%

ჭიათურა – 33,6%

მონაცემებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აქვეყნებს.

“თებერვლის ბოლოს დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს რეგიონები მნიშვნელოვნად დააზარალა. გარე სამყაროს მოწყვეტილი არაერთი სოფლის მცხოვრებლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არსებითი და მყისიერი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა რეგიონებში არსებულმა სიღარიბემ ჩვენი თანამოქალაქეები ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში ჩააყენა”, – წერს SJC.

კომენტარები