იმერეთში საქართველოს მოსახლეობის 11% ცხოვრობს, რაც 433 300 ადამიანს შეადგენს.
საქართველოს მოსახლეობის 34.6% დედაქალაქში ცხოვრობს.
მთლიანი მოსახლეობის რაოდენობა 3 704 500-ს შეადგენს, აქედან კი 1 282 600 პირი თბილისში ცხოვრობდა.
აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი მოსახლე ქვემო ქართლს, იმერეთსა და აჭარას ჰყავს.
კომენტარები