მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში სტიქიას ებრძვიან

იმერეთში სტიქიას ებრძვიან

იმერეთში სტიქიას ებრძვიან, თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 80 სანტიმეტრს მიაღწია. ვანის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალაც.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სამტრედიაშიც, სადაც გზების გაწმენდის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხარაგაულში გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დაბაში თოვლი მცირეა, თუმცა ცალკეულ სოფლებში ნალექი 30-100 სმ-ს აღწევს. ამ ეტაპზე, გადაადგილება მაღალი გამავლობის მანქანით ყველა სოფელში შესაძლებელია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლაშიც, ამ დრომდე მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდება.

ფოტო: ნინო კაპანაძე

კომენტარები