მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში, დამხმარე ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარები