გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგური სვირში, მოქალაქეს ცირკული ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
კომენტარები