მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

იმერეთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა რეგიონში პრობლემები შექმნა. ტყიბულში, ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია, მაღალმთიან სოფლებში კი 1 მეტრს.

ასევე, წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ჩამოშალა მიწის მასა.

უხვი ნალექის შედეგად რეგიონში დაიტბორა საკარმიდამო ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები და სახლების სარდაფები. ინტენსიური წვიმის შედეგად სანიაღვრე არხები ვერ ასწრებდა წყლის ნაკადის გატარებას, რამაც საავტომობილო გზებზე შექმნა შეფერხებები.

იმერეთის მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.

კომენტარები