მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში ჰაერის ტემპერატურამ დაიკლო, ზემო იმერეთში თოვს

იმერეთში ჰაერის ტემპერატურამ დაიკლო, ზემო იმერეთში თოვს

იმერეთის რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ დაიკლო, ზემო იმერეთში კი თოვს, ასევე თოვს რიკოთის უღელტეხილზეც.

“ინფო იმერეთს” ფოტოებს მოსახლეობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან აწვდის, სადაც ჩანს, რომ რიგ შემთხვევაში თოვლის საფარი 5 სმ-საც აღწევს.

“მანამდე სითბოები იყო, ხეხილის ნაწილი აყვავებულია, ახლა რომ ტემპერატურა დაეცა, მოსავალს ძალიან გააფუჭებს”, – ამბობს ზემო იმერეთის მკვიდრი “ინფო იმერეთთან” საუბრისას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში საქართველოს რიგ მუნიციპალიტეტებში ტემპერატურა მინუს 4 გრადუსამდეც დაეცემა.

კომენტარები