მთავარიახალი ამბებისლაიდი

იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 876 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 876 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევიდან 876 იმერეთში გამოვლინდა.

ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 299 კოვიდინფიცირებული რჩება.

მძიმე პაციენტია 419, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 27.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 494 ადამიანი, 28 – გარდაიცვალა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.93%

კომენტარები