მთავარიახალი ამბებისლაიდი

იმერეთში 24 საათში კორონავირუსი კიდევ 827 ადამიანს დაუდასტურდა

იმერეთში 24 საათში კორონავირუსი კიდევ 827 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან 827 იმერეთში გამოვლინდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1 288 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 460, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 29 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 700 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 896 ადამიანი, 29 – გარდაიცვალა, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.21%

კომენტარები