მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს.

4 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია იმერეთში: ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონიაში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ზვარესა და ვახანში.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარები