მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში 60 სოფელი ისევ გარე სამყაროს მოწყვეტილია

იმერეთში 60 სოფელი ისევ გარე სამყაროს მოწყვეტილია

იმერეთში 60 სოფელი ისევ გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები.

გუშინ ღამით მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ძალები. ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არიან განაწილებული.

3000-მდე აბონენტს დენის მიწოდება აღუდგა.

იმერეთში რამდენიმე დღე გადაუღებლად თოვდა, რამაც რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა.

კომენტარები