მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში 70 680 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

იმერეთში 70 680 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება

იმერეთში უხვი ნალექის შედეგად ელექტროენერგია 70 680 ოჯახს არ მიეწოდება.

ზემო იმერეთში პრობლემები ძლიერმა თოვლმა შექმნა, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი ძლიერმა წვიმამ.

მოსახლეობა “ინფო იმერეთს” იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან უკავშირდება და აცხადებენ, რომ  სტიქიის პირისპირ მარტო არიან, ხელისუფლება კი მათ არ ეხმარება.

“დახმარებას ვითხოვთ, წყალი სახლში შემოგვივარდა, ყველაფერი განადგურდა, კაცია არაა დამხმარე”,- უთხრეს “ინფო იმერეთს” ზესტაფონიდან.

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში, ბაღდათში, თერჯოლაში,  ზესტაფონსა და სამტრედიაში დაიტბორა ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და 40-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ვანში, სამტრედიაში, ბაღდათსა და ქუთაისში.

კომენტარები