მთავარიახალი ამბებისლაიდი

იმერეთში Covid-19 კიდევ 876 ადამიანს დაუდასტურდა

იმერეთში Covid-19 კიდევ 876 ადამიანს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან 876 იმერეთში გამოვლინდა.

ამ დროისთვის იმერეთში საავადმყოფოებში 1 286 კოვიდინფიცირებული იმყოფება.

მძიმე პაციენტია 458, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 30 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 790 ადამიანი, 42 – გარდაიცვალა, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.51%

კომენტარები