მთავარიახალი ამბებისლაიდი

“იმ ზომაზე ვარ მისული, შეიძლება თავი დავიხრჩო” – წყალტუბოში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ

“იმ ზომაზე ვარ მისული, შეიძლება თავი დავიხრჩო” – წყალტუბოში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ

მოშლილი საკანალიზაციო ქსელი, ჩამონგრეული ბათქაში, დაბზარული კედლები, ჩამსხვრეული მინები, ავარიული იატაკი – ეს წყალტუბოში, სანატორიუმებში მცხოვრები დევნილების ყოველდღიურობაა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, შენობები, რომელშიც ცხოვრობენ, სიცოცხლისთვისაა საშიში.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 30 წელია, ამ პირობებში უწევთ ცხოვრება და გაურკვეველია, რატომ ვერ მიიღეს ბინები ამ წლების განმავლობაში.

“რომ გაწვიმდა წყალი ჩამოდის, როგორც გარეთ ისე შიგნით, დანგრეულია ყველაფერი, აქ ცხოვრება არ შეიძლება. ისე ვარ გაბრაზებული ვარ, შეიძლება პროტესტის ნიშნად თავი მოვიკლა”, – ამბობს აფხაზეთიდან ერთ-ერთი დევნილი.

2019 წელს ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გამოისყიდდა 22 სანატორიუმს და 9 აბანოს, თუმცა ეს დაპირება ამ დრომდე შეუსრულებელია.

კომენტარები