მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ინფო იმერეთმა” ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოხუცებს საახალწლო სურვილები აუსრულა

“ინფო იმერეთმა” ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოხუცებს საახალწლო სურვილები აუსრულა

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთმა” ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს საახალწლო სურვილები აუსრულა.

“რა არის თქვენი საახალწლო სურვილი?!” – ეს კითხვა ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 12 ადამიანს დავუსვით, მათი ოცნებების შესრულებაში კი საზოგადოება დაგვეხმარა.

საჩუქრები მოხუცებს “თოვლის ბაბუამ” გადასცა.

სტუმრებს სასტუმრო “არგომ” უმასპინძლა, სადღესასწაულო განწყობის შექმნაში კი “სამოქალაქო თეატრის” მოყვარულმა მსახიობებმა იზრუნეს და მათ პოეტ ენდი ნემსიწვერიძის ლექსები წაუკითხეს.

“ქუთაისში მცხოვრებ 12 ადამიანს ვკითხეთ, რა იყო მათი საახალწლო სურვილი,  ზოგმა ახალი ხელჯოხი ინატრა, ზოგმა თბილი ქუდი, ნაწილმა  ქურთუკი, ზოგმა  ოთახის ჩუსტები. ყველა მათგანს საახალწლო სურვილები შევუსრულეთ.

დახმარების მსურველი ადამიანები გვიკავშირდებოდნენ  უცხოეთიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ცხადია, ქუთაისიდანაც. ყველას საახალწლო ოცნება ასრულებულია, ასევე  გადავეცით თანხა, რომლითაც ისინი  შეძლებენ, რომ ოჯახთან ერთად ახალ წელს ღირსეულად შეხვდნენ. დიდ მადლობას ვუხდი ზეკო ხაჩიძეს, რომელმაც პოეზიის საღამოს ორგანიზება და “სამოქალაქო თეატრის” ჩართულობა შემომთავაზა, ასევე მადლობა სასტუმრო “არგოს” მასპინძლობისთვის და მის მენეჯერს ნათია კახიანს, მადლობა “ფემილი ფუდს” არაჩვეულებრივი ტორტისთვის და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ხანდაზმულების გახარებაში მიიღო მონაწილეობა”, – ამბობს “ინფო იმერეთის” დამფუძნებელი ირაკლი ვაჩიბერაძე.

კომენტარები