მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ დასანქცირებული ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

ირაკლი კობახიძემ დასანქცირებული ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

19 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაური მაგნიტსკის სიაში შეიყვანა და  ფინანსური სანქციები დაუწესა, იქამდე კი გომელაური დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.

კომენტარები