მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის ორდენზე წარვადგენთ

ირაკლი კობახიძე – ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის ორდენზე წარვადგენთ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის ორდენზე წარადგენენ.

“ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მან, ნაკრებთან ერთად მიღებული წარმატებისთვის, გასულ წელს, მიიღო ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა, წარვადგინოთ ხვიჩა კვარაცხელია  წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან დამსახურებული ჯილდო, რომელსაც ის მიიღებს სახელმწიფოსგან”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიას ასევე წარადგენენ  წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, “მათ აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო უმაღლეს საკლუბო ტურნირებში და ეს წარმატება უნდა დავაფასოთ”.

კომენტარები