ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა, – ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას, სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო. რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვარის, იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება, შესაბამისად, ვრჩები, როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად!” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
როგორც მან აღნიშნა, გამორიცხული არ არის, პოლიტიკაში ისევ დაბრუნდეს.
ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ 2024 წლის 1 თებერვალს აირჩიეს.
მანამდე ის სამი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
კომენტარები