ქუთაისის ცენტრალური ბულვარის მთავარ შესასვლელში კოლონადების გაწმენდა-რესტავრაცია მიმდინარეობს, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ მისი ზამთარში ლესვა, ბრიზგი რეკომენდებული არ არის.
“ინფო იმერეთთან” საუბრისას მშენებლები აცხადებენ, რომ შესაძლოა, დაბალი ტემპერატურის გამო, აღნიშნული სამშენებლო მასალა რეაბილიტაციის შემდეგ ჩამოიყაროს.
“ზამთარში ლესვა და ბრიზგი, მით უფრო ქუჩაში და ისტორიული ნაგებობის მიუღებელია. ახლა ტემპერატურის კიდევ უფრო დაცემა არის ნავარაუდები, ეს საშენი მასალა კი შესაძლოა, რეაბილიტაციის შემდეგ ჩამოიშალოს”, – წერენ სოციალურ ქსელში.
ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაცია გასულ წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე ისევ მიმდინარეობს.
კომენტარები