მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იტალიელ მწვრთნელს “სამგურალში” გიორგი ნერგაძე ჩაანაცვლებს

იტალიელ მწვრთნელს “სამგურალში” გიორგი ნერგაძე ჩაანაცვლებს

წყალტუბოს “სამგურალი”, რომელიც 7 მაისს ეროვნულ ლიგაში „გაგრას” მასპინძლოს, მთავარი მწვრთნელის რანგში მოედანზე გიორგი ნერგაძემ გაიყვანა.

იტალიელმა სპეციალისტმა, როდოლფო ვანოლიმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 5 მაისს დატოვა. გუნდს, ასევე, მისი ასისტენტი დარიო ნუჰუც გამოემშვიდობა.

ახალი მწვრთნელის ვინაობა კი უცნობია.

გიორგი ნერგაძე „სამგურალის“ სპორტული დირექტორის პოსტზე 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა. 42 წლის სპეციალისტი წყალტუბოელია. ნერგაძემ ფეხბურთელის კარიერა წყალტუბოს „სამგურალში“ დაასრულა და მწვრთნელობაც იქ დაიწყო.

ის იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და „სამგურალი 2-ის“ მთავარი მწვრთნელი. ბოლოს გუნდის მწვრთნელ-ანალიტიკოსის პოზიციებზე მუშაობდა. გიორგი ნერგაძე უეფას PRO ლიცენზიის კურსს გადის.

 

კომენტარები