მთავარიახალი ამბებისლაიდი

“კატეგორიულად მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოთ პოლიპროფილურ სტაციონარში”

“კატეგორიულად მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოთ პოლიპროფილურ სტაციონარში”

ქუთაისში მოღვაწე ექიმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.

ექიმები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ სტაციონარში დაუყონებლივ გადაყვანას მოითხოვენ, რომ მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება მოხერხდეს.

“ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ როგორ მძიმდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 47-ე დღეა, შიმშილობს. გლდანის სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტურ და აბსოლუტურ უფლებას. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოთ პოლიპროფილურ სატიონარში, რათა მოხერხდეს მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება.

თავისუფლებააღკვეთილი პირების ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ექიმის, როგორც მორალური, ასევე პროფესიული ვალდებულებაა, შეუერთდეს ჩვენს მოწოდებას!”, – აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები