კლუბი “თეთნულდი” იმერეთში, დიდთოვლობის გამო დაზარალებულთა დახმარებას აპირებს და გამოხმაურებისკენ მოუწოდებს ადამიანებს, ვისაც აქვთ სპეციალური აღჭურვილობა და მეტ-ნაკლებად იციან მსგავს სიტუაციაში გადაადგილების წესები.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა ამ ეტაპზე ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ზესტაფონის და ხარაგაულის სოფლებშია, სადაც ადგილობრივებს გზის გაწმენდა და მედიკამენტების სჭირდებათ.
“რადგანაც იმერეთში იგივე მდგომარეობაა, რაც გურიაში, კლუბი “თეთნულდი” აპირებს, მოხალისეობრივად დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას.
ჩვენი ფინანსური და ფიზიკური რესურსი ამ ეტაპზე არც ისე დიდია, თუმცა გვაქვს დიდი ცოდნა და გამოცდილება, მსგავს სიტუაციებში მუშაობის.
გთხოვთ, გამოგვეხმაურეთ ადამიანები, ვისაც გსურთ შემოგვიერთდეთ – გაქვთ სპეციალური აღჭურვილობა და მეტ-ნაკლებად, იცით მსგავს სიტუაციაში გადაადგილების წესები. ეს ორი დეტალი მნიშვნელოვანია.
ყველაზე რთული მდგომარეობა ამ ეტაპზე (გავრცელებული ინფორმაციით) ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ზესტაფონის და ხარაგაულის სოფლებშია.
ადგილობრივებს სჭირდებათ გზის გაწმენდა და მედიკამენტები”, – აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები