მთავარიახალი ამბებისლაიდი

კორონავირუსით რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა

კორონავირუსით რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა.

ერმალო მაღრაძე მკურნალობის კურსს კლინიკა “ბომონდში” გადიოდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

რეჟისორს და მის მეუღლეს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდათ.

ერმალო მაღრაძე 1943 წელს სამტრედიაში დაიბადა.

1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით.

1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.

კომენტარები