მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება

მამუკა მდინარაძე – სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება

მამუკა მდინარაძემ მისი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის დაყენება “გაამართლა” და აღნიშნა, რომ “სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება”.

“არა [არ არის პრობლემა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექნება დიპლომი] იმიტომ, რომ თქვენ შემთხვევითი გგონიათ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაში, პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტის ცენზთან დაკავშირებულ საკითხებში დიპლომი ნახსენები არ არის? ეს რაღაცას ხომ არ ნიშნავს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები