მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს. ოპოზიციონერ ლიდერებს ხელბორკილები კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ოფისთან დაადეს.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლე ზვიად შარაძემ 8 თვით პატიმრობა დღეს შეუფარდა. ორივე მათგანს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერები არ დასწრებიან.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დროებით საგამოძიებოს კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
დღესვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს ზურა ჯაფარიძესაც.
კომენტარები