მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მამუკა ხიმშიაშვილი იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გახდა

მამუკა ხიმშიაშვილი იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გახდა

ქუთაისის მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გახდა.

“ინფო იმერეთს” აღნიშნული ინფორმაცია ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა.

მამუკა ხიმშიაშვილი 2021 წლიდან 2023 წლამდე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იყო. 2023 წლის მაისიდან 2024 წლის სექტემბრამდე კი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას  იკავებდა.

მას შემდეგ, რაც იმერეთის გუბერნატორი ლევან ზალკალიანი გახდა, მან მამუკა ხიმშიაშვილი ქუთაისში თავდაპირველად მერის მოადგილედ გადმოიყვანა, შემდეგ კი  საკუთარ მოადგილედ დანიშნა.

იმერეთის გუბერნატორს მოადგილეები რამდენიმე კვირის წინ მოუხსნეს. ლევან სანიკიძემ და ლევან კიკნაველიძემ თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

კომენტარები