ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გოგიტა სანიკიძე “ინფო იმერეთთან” აცხადებს, რომ ის საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა, როდესაც თავს დაესხა როხის საჯარო სკოლის პედაგოგი, ყოფილი საქმეთა მმართველი და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თავდასხმის შედეგად გოგიტა სანიკიძემ თავისა და სახის არეში დაზიანებები მიიღო. მისი თქმით, მას ტვინის შერყევა აქვს და ამ დროისთვის ბაღდათის კლინიკაში იმყოფება.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
როგორც გოგიტა სანიკიძე აცხადებს ეს შემთხვევა და როხის სკოლის დირექტორთან მრავალწლიან დავა ერთმანეთთან კავშირშია, რადგან მან და მისმა ოჯახმა სკოლაში არსებული კორუფციული სქემების გასაჯაროება დაიწყეს, რის გამოც საგანმანთლებლო დაწესებულებაში მისი შვილის ბულინგი დაიწყეს.
გოგიტა სანიკიძე აცხადებს, რომ დირექტორი მის შვილზე ბულინგს ახორციელებდა, დირექტორის ქმარმა კი ქვები დაუშინა მანქანას, რომელშიც სანიკიძის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.
“აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ამ დრომდე თაროზეა შემოდებული”, – აღნიშნავს გოგიტა სანიკიძე.
სანიკიძემ არაერთხელ მიმართა განათლების სამინისტროს, განცხადება გადასცა პირადად მინისტრს, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა.
“როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ძალადობა სოფელ როხის სკოლაში?” – მიმართავს სანიკიძე განათლების სამინისტროს.
კომენტარები