პროფკავშირების ოფისთან, სადაც დღეს მაღაროელებმა აქცია გამართეს, დაპირისპირება იყო.
სიტყვიერი დაპირისპირება მაღაროელებსა და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს შორის მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
აქციის მონაწილე მაღაროელების თქმით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მათ ინტერესებს არ იცავდა, რის გამოც ისინი პროფკავშირების მოთხოვნებს, რომელიც მათ კომპანიის მისამართით აქვთ ემიჯნებიან და მოითხოვენ, “პეტრიაშვილის პროფკავშირმა დატოვოს ჭიათურა”.
პროფკავშირების თქმით კი, თუ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ჭიათურიდან გავა, ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულ 3 620 პირს, ავტომატურად აღარ მიეცემა აღარც 60% ხელფასი, აღარ ექნება არც ჯანმრთელობის დაზღვევა და აღარ ექნება ბენეფიტები, რომელი დავალიანებაც დამსაქმებელს წერილობით აქვს აღიარებული კოლექტიური ხელშეკრულებით.
ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის 25-ე დღეს 24 მარტს აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს და ხელისუფლებას მოთხოვნებით კიდევ ერთხელ მიმართეს, თუმცა “ქართული ოცნებიდან” მათთან კომუნიკაცია არავის ჰქონია.
კომენტარები