მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მედია მოსახლეობის მთავარი მოკავშირეა” – ქუთაისში კრიტიკული მედიის როლსა და გამოწვევებზე ისაუბრეს

“მედია მოსახლეობის მთავარი მოკავშირეა” – ქუთაისში კრიტიკული მედიის როლსა და გამოწვევებზე ისაუბრეს

კრიტიკული მედიის როლი და გამოწვევები არადემოკრატიულ ქვეყანაში – ამ თემაზე ქუთაისის მერიის წინ, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ისაუბრეს.

მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ “ქართული ოცნების” პირობებში მიღებულმა კანონებმა კრიტიკული მედია მარწუხებში მოაქცია და ნაწილი დაიხურა, მეორე ნაწილი კი დახურვის პირასაა.

საჯარო საუბრებზე გაჟღერდა, რომ საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ  ვერ ხვდება, რომ მედია მოსახლეობის მთავარი მოკავშირეა.

ქუთაისში კი პროევროპული აქციები გრძელდება. 158-ე დღეა, მოსახლეობა ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.

კომენტარები