ბიორნ იონსენი საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, – ასეთია ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის შეფასება.
ქუთაისის “ტორპედოს” თავდამსხმელმა პირველ წრეში ჩატარებულ 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, თუმცა მეორე წრეში შედეგიანობა საგრძნობლად გააუმჯობესა — 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჯამში, ბიორნ იონსენს, რომელიც წინა სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 7 გოლი აქვს გატანილი. ამ შედეგით ის ბომბარდირთა დავაში მეოთხე-მეხუთე ადგილებს იკავებს ბათუმის “დინამოს” შემტევ ჯალენ ბლესასთან ერთად.
კომენტარები