მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მერაბ დვალიშვილი ვანში, მშობლიურ სოფელში ჩავიდა

მერაბ დვალიშვილი ვანში, მშობლიურ სოფელში ჩავიდა

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ვანში, მშობლიურ სოფელში ჩავიდა. სულორის ცენტრში მსოფლიო ჩემპიონის მხარდასაჭერად მეგობრები, პედაგოგები და თანასოფლელები შეიკრიბნენ.

მას სოფლის ცენტრში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და გამარჯვება ერთად იზეიმეს.

განსაკუთრებით ემოციური მისი პედაგოგებთან შეხვედრა იყო. ჩემპიონის პირველმა მასწავლებელმა მისი ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბავშვობაში აქტიურობის გამო მას მოჩხუბარიძეს უწოდებდნენ.

UFC-ის ჩემპიონი საქართველოში 29 სექტემბერს დაბრუნდა.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა.

ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.

ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.

ჯამში, შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.

კომენტარები