მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მეუფე მელქისედეკი საკუთარ დაბადების დღეზე სოციალურად დაუცველებს გაუმასპინძლდა 

მეუფე მელქისედეკი საკუთარ დაბადების დღეზე სოციალურად დაუცველებს გაუმასპინძლდა 

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი 50 წლის იუბილეს აღსანიშნავ დღეზე, ზესტაფონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს გაუმასპინძლდა.

მღვდელმთავარი დილით “კათარზისს” ესტუმრა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს კერძი მოუმზადა და თავად მოემსახურა.

“ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მღვდელმთავარი. საკუთარ დაბადების დღეზე მან მოამზადა ცხელი კერძი, თვითონვე მოგვართვა და მოგვემსახურა. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. მადლობა მას ასეთი უბრალოებისთვის”, – აცხადებს “კათარზისის” ერთ-ერთი ბენეფიციარი.

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმთავარს დღეს 50 წელი შეუსრულდა.

კომენტარები