უწყვეტი პროტესტის 65-ე დღეს ქუთაისში ევროპული მომავლის მცველებმა მსვლელობა გადაწყვიტეს.
ამ წუთებში მარში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართულებით იმართება, რომელმაც “ბათუმელების” და ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმე წარმოებაში არ მიიღო.
“მივდივართ უსამართლო სასამართლოსკენ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ჩვენი მოთხოვნები, რომ ჩვენ გვინდა ქვეყანას ჰქონდეს ობიექტური და სამართლიანი სასამართლო”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ქუთაისში უწყვეტი პროტესტი უცვლელი მოთხოვნებით გრძელდება – ხელახალი არჩევნები და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება.
კომენტარები