მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლიდან, ვადაგასული “გახსნის” ცერემონია სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას?”

“მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლიდან, ვადაგასული “გახსნის” ცერემონია სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას?”

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მილანში მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტს ეხმაურება.

“ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს!!!

მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარ-ზეიმით, მგალობელთა გუნდის ჩაყვანით, ესე იგი სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას?

ერთი იმით, რომ აჩვენონ ხალხს, რომ მათზე სანქციები არ მუშაობს და სადაც უნდათ ჩადიან და შოპინგობენ.

მეორე, რომ არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია (მაგრამ ნებისმიერი სურათი თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი და ფასდაუდებელი გახდა და აფრიალებენ ამ სურათებს ამიტომ)

ყველაფერი მოკლედ იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ყველაფერი კარგად და ძველებურად გრძელდება! რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს …. ????” – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები