პოლიციელების შეურაცხყოფის საქმეზე დაკავებული ჟურნალისტი მირიან ბერულავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
დაცვის მხარემ ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვა, რაზეც ბრალდების მხარემ ორკვირიანი პერიოდი ითხოვა, რის გამოც მოსამართლემ პროცესი სწორედ ამ დრომდე გადადო.
დაკავებულმა ჟურნალისტმა პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ შსს-ს ის ვერსია, რომ მან თითქოს პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, სიმართლეს არ შეესაბამება, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სისტემას არ ენობა, რაც სამართალდამცველებმა შეურაცხყოფად ჩათვალეს.
მირიან ბერულავა ორი დღის წინ დააკავეს და სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
კომენტარები