მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მირიან ბერულავა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

მირიან ბერულავა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

ჟურნალისტი მირიან ბერულავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ 2000 ლარით დააჯარიმა.

ჟურნალისტს სამართალდამცველები სამი პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

როგორც “ინფო იმერეთის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სამართალდამცველები მოსამართლეს ჟურნალისტის 5000 ლარით დაჯარიმებას სთხოვდნენ.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურად აფასებს.

“ინფო იმერეთის” კორესპონდენტის ცნობით, ადვოკატი ვალერი თევდორაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

ჟურნალისტი მირიან ბერულავა პირველ თებერვალს დააკავეს.

კომენტარები