სამოქალაქო აქტივისტის მიშიკო მუმლაძის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო.
როგორც მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს, მოწინააღმდეგე მხარის ორი ადვოკატი დღეს გავიდა შვებულებაში.
“სასამართლო უნდა მქონოდა ახლა. გადაიდო მაინცდამაინც დღეს გავიდა შვებულებაში მოწინააღმდეგე მხარის ორი ადვოკატი.
“ქართულ ოცნებას” ყველაფერი რომ ვაპატიოთ, ამდენ დროს რომ გვაკარგვინებს, ამას ვერასდროს დავივიწყებ, ჩემი თაობის საუკეთესო წლები ამათთან მარტივი ჭეშმარიტებების მტკიცებაში გავიდა.
არადა რამდენი კარგი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.
მაინც გავაკეთებთ”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში.
მიშიკო მუმლაძე პოლიციამ 28 ნოემბრის ღამეს, “ქართული ოცნების” ოფისთან გამართული აქციის დროს დააკავა. დაკავების დროს, მუმლაძე პოლიციელებმა ასფალტზე დააგდეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში, ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მის დაკავებას. მიხეილ მუმლაძეს ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს იგი სამტრედიის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში აღმოჩნდა.
სამოქალაქო აქტივისტი 48 საათში გაათავისუფლეს, თუმცა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა არ დასრულებულა.
გამოძიება მიხეილ მუმლაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
კომენტარები