მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მიხეილ აშვეთია “სამტრედიაში” იტალიელმა ეუგენიო სენამ შეცვალა

მიხეილ აშვეთია “სამტრედიაში” იტალიელმა ეუგენიო სენამ შეცვალა

მიხეილ აშვეთიამ „სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მის ნაცვლად გუნდს იტალიელი ეუგენიო სენა გაწვრთნის – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

33 წლის იტალიელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს შოტლანდიურ „ლივინგსტონსა“ და საუდის არაბეთის „ალ ფაისალიში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, ასევე იყო ბერძნული და კვიპროსული კლუბების მთავარი მწვრთნელი.

სენას იტალიური და უნგრული კლუბების აკადემიებს და ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

იტალიელი სპეციალისტი საქართველოს ხშირად სტუმრობდა და ეროვნულ ჩემპიონატს აქტიურად ადევნებდა თვალს.

კომენტარები