მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. მას 300 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ორივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო სასჯელს 2021 წლიდან იხდის. მას უკვე მისჯილი ჰქონდა 6 წელი. დღევანდელი განაჩენით მას საპატიმრო სასჯელი 3 წლით გაუხანგრძლივდა.

კომენტარები