მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მკვეთრად შემცირებული ტურისტები, გაუქმებული ალაფურშეტები და თითქმის ცარიელი ბარ-რესტორნები – ვითარება ქუთაისის კვების ობიექტებში

მკვეთრად შემცირებული ტურისტები, გაუქმებული ალაფურშეტები და თითქმის ცარიელი ბარ-რესტორნები – ვითარება ქუთაისის კვების ობიექტებში

მკვეთრად შემცირებული ტურისტები, გაუქმებული კონფერენციები და ალაფურშეტები და ადგილობრივები, რომლებსაც ბარ-რესტორნებში შესვლის ან სურვილი აღარ აქვთ, ან საშუალება – ასეთია ვითარება ქუთაისში კვების ობიექტების უმრავლესობაში.

ბარ-რესტორატორების ნაწილის მენეჯერები ქუთაისში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ პერსონალის შენარჩუნებაც უჭირთ.

კერძო ბიზნესის ხელმძღვანელები “ინფო იმერეთთან” საუბრისას ამბობენ, რომ სარესტორნე ბიზნესი მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, სტუმრების რაოდენობა კრიტიკულად შემცირებულია, რის გამოც რამდენიმე ობიექტი დაიხურა, დანარჩენები კი ვითარების გამოსწორებას გაზაფხულიდან იმედოვნებს.

კაფეებისგან და ბარ-რესტორნებისგან განსხვავებით, რამდენიმე ასეულ ადამიანს გათვლილი ტრადიციული რესტორნები, შემცირებული მოგებით, თუმცა მაინც სტაბილურად მუშაობენ, მათი ხელმძღვანელების განმარტებით, ქორწილების რაოდენობა მკვეთრად არ შემცირებულა, შესაბამისად ისინი ამ ტიპის შემოსავალზე უფრო გადაერთვნენ, ვიდრე ყოველდღიური მაგიდების შეკვეთებისგან მიღებულ  მოგებაზე.

კომენტარები