მთავარიახალი ამბებისლაიდი

მკვლელობა, თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

მკვლელობა, თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

ქუთაისის, შერვაშიძის ქუჩაზე ნაპოვნი 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

თვითმხილველები “ინფო იმერეთთან” სამ ვერსიაზე საუბრობენ.

ერთ-ერთი ვერსით, მამაკაცი 16-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, მეორე ვერსიით – მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მესამე ვერსიით კი – ცხედარი მოიტანეს შერვაშიძის ქუჩაზე და თვითმკვლელობის ინსცენირება მოწყეს.

რა გახდა ბურუსით მოცული გარდაცვალების მიზეზი, გამოძიება დაადგენს.

 

კომენტარები