“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა ქუთაისის ბულვარი ხმაურის და შეძახილების ფონზე დაათვალიერეს.
მერიის მიმდებარედ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა, რა დროსაც პროევროპული აქციის მონაწილეებმა ბულვარში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები შენიშნეს.
“მონავ”, “ცეცხლი ოლიგარქიას”, – ამ შეძახილებს ისმენდნენ იმერეთის გუბერნატორი ლევან ზალკალიანი, ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე და თანამდებობის სხვა პირები.
მათ აღნიშნულ შეძახილებზე რეაქცია არ ჰქონიათ.
კომენტარები