ჭიათურაში საპროტესტო აქციის 117-ე და შიმშილობის მე-6 დღეა.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეები, დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.
შიმშილობა მიმდინარეობს როგორც ჭიათურის ცენტრში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაკავებული მერაბ სარალიძე რამდენიმე დღეა, საკვების მიღებაზე უარს ამბობს.
მაღაროელმა მირზა ლოლაძემ კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
“შიმშილობა და პროტესტი არ შეწყდება, სანამ ჩვენს მეგობრებსა და თანამებრძოლებს არ გაათავისუფლებენ უკანონო პატიმრობიდან.
საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თითოეულ მათგანს შაქრის დაბალი დონე აქვს, განსაკუთრებით კი — პირამოკერილ მირზა ლოლაძეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბიჭები მედგრად დგანან და განაგრძობენ პროტესტსა და შიმშილობას. კარგი ამბავიც გვაქვს, ჩვენ უკვე შევქმენით მშრომელის ინტერესზე ორიენტირებული დამოუკიდებელი პროფკავშირი”, – აცხადებენ მაღაროელები.
კომენტარები