მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მოშიმშილე მაღაროელებმა თბილისში, კანცელარიასთან გადაინაცვლეს

მოშიმშილე მაღაროელებმა თბილისში, კანცელარიასთან გადაინაცვლეს

ჭიათურელმა მაღაროელებმა შიმშილობის 17-ე დღეს თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს.

მერაბ გულიაშვილი, გოჩა კუპრეიშვილი  და ირაკლი ჯიქიძე ღამით ადგილზე დარჩენას აპირებენ.

ისინი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

მათი მოთხოვნებია, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ დაკავებული მაღაროელები და ჭიათურაში არსებულ ვითარებაში გასარკვევად პროცესში მთავრობა ჩაერთოს.

მაღაროელების თქმით, ჭიათურაში შიმშილობას განაგრძობს იმედა გაფრინდაშვილი, გივი ცერცვაძე და ბექა ჩიხელიძე კი კლინიკაში იმყოფებიან.

კომენტარები