პროტესტის ნიშნად მოშიმშილე ჭიათურელი მაღაროელები ტარიელ მიქაცაძე და მირზა ლოლაძე, კლინიკიდან ისევ საპროტესტო კარავში დაბრუნდნენ.
ისინი ბოლო რამდენიმე დღეა, მშრალ შიმშილობაზე იმყოფებოდნენ, რის შედეგადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 128-ე და შიმშილობის 17-ე დღეა.
შიმშილობს შვიდი ადამიანი, მათგან ერთი საპატიმროში, სამს პირი აქვს ამოკერილი, ორი კი მშრალ შიმშილობაზე იმყოფება.
შიმშილობის მთავარი მიზეზი და მოთხოვნა დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებაა.
მაღაროელებმა ირაკლი კობახიძეს მიმართეს, მათი პრობლემით პირადად დაინტერესდეს.
კომენტარები